პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პროკურორის ალექსანდრე ძირკვაძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საუბარია, 18 დეკემბერს, ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე, როცა ერთ-ერთმა მოქალაქემ ადგილობრივი საპატრულო ეკიპაჟის წევრი დაჭრა.
[related_news id=”287427″ align=”left”]
ოთარ თავართქილაძეს ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. ამჟამად პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და მას დღეს პალატაში გადაიყვანენ.
მოსამართლემ მომდევნო სასამართლო პროცესი 11 თებერვალს, 18 საათზე დანიშნა.