Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
400

გარდიანის ცნობით, ბითლზის ყოფილი წევრები, პოლ მაკკარტნი და რინგო სტარი, ჯონ ლენონის სიმღერას “Grow Old With Me” ჩაწერენ.

ჯონ ლენონმა აღნიშნული კომპოზიცია თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს დაწერა. დემო ვერსია, თავისი ბოლო ალბომისთვის “Double Fantasy” მოამზადა, თუმცა ის საბოლოოდ ფირფიტაზე ვერ მოხვდა. რინგო სტარმა განაცხადა, რომ მას წარმოდგენაც არ ჰქონდა აღნიშნული კომპოზიციის არსებობის შესახებ, მასზე პროდიუსერმა, ჯეკ დუგლასმა უამბო, რომელიც იოკო ონოსთან ერთად,  ჯონის უკანასკნელ ალბომს უწევდა პროდიუსერინგს.

https://www.youtube.com/watch?v=EQp2d8-kx_s

ბითლზის დრამერმა საჭიროდ ჩათვალა ეს ყველაფერი პოლისთვის ეთქვა და ასე გაჩნდა იდეაც.

„ეს არ არის სარეკლამო სვლა,  მე მართლაც მსურს, რომ პოლმა იმღეროს“- განაცხადა სტარმა.

ჯეკ დუგლასის ცნობით, ახალ ვერსიაში ჯორჯ ჰარისონის სიმღერის, „Here Comes The Sun“ მონაკვეთიც გაჟღერდება, ამით ლივერპულელი ოთხეული თითქოს ხელახლა გაერთიანდება.

ტრეკი “Grow Old With Me” რინგო სტარის ახალ ალბომში “What’s My Name” შევა. პრემიერა ოქტომბერში იგეგმება

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პოლ მაკკარტნი და რინგო სტარი, ჯონ ლენონის  სიმღერას „Grow Old With Me“ გააცოცხლებენ (ვიდეო)

400
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
400
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული