Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
195

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მათ კრემლის პროპაგანდისტის – მარგარიტა სიმონიანისა და ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის მკვლელობა აღკვეთეს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოდოლიაკმა უკრაინის სატელევიზიო ეთერში, ტელემარათონის დროს აღნიშნა, რომ უკრაინას სიმონიანი და სობჩაკი არაფერში სჭირდება:

„ისინი ჩვენ აბსოლუტურად არაფერში გვჭირდება, ეს ცხადია. ისინი აბსოლუტურად არაფერზე ახდენენ გავლენას. ისინი დღეს არავითარ მნიშვნელოვან როლს არ თამაშობენ იმაში, რაც ხდება – როგორც ზოგადად ომის, ასევე რუსეთის პოზიციების დაკარგვის ფარგლებში, გლობალური კუთხით“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი, რასაც „პროპაგანდისტი სიმონიანი და ჟურნალისტი სობჩაკი აკეთებენ, გათვლილია მათი საკმაოდ უცნაური აუდიტორიისთვის“.

ცნობისათვის, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ, 15 ივლისს განაცხადა, რომ მარგარიტა სიმონიანისა და ქსენია სობჩაკის მკვლელობა აღკვეთეს. უწყების განცხადებით, მკვლელობას ნეონაცისტური ჯგუფი „პარაგრაფი-88“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით გეგმავდა.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პოდოლიაკი „ეფესბეს“ განცხადებაზე: „სიმონიანი და სობჩაკი არაფერში გვჭირდება“

195
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
195
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული