Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
131

აშშ-ის შტატ როდ აილენდში მდებარე ბრაუნის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა სპეციალური სისტემა, სახელად BrainGate შექმნა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სადენის გარეშე დაუკავშირდნენ კომპიუტერს.

პატარა გადამცემის ადამიანის თავზე მოთავსების შემდეგ მომხმარებელს ,,ერთი ნეირონის რეზოლუციით” შეუძლია კომპიუტერთან დაკავშირება.

სისტემის გამოცდა კლინიკური კვლევის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებზე მოხდა. კომპიუტერთან დაკავშირების შემდეგ, სისტემის დახმარებით მათ ზუსტად ისევე ჩქარა შეძლეს ტექსტის აკრეფა, როგორც ამას სადენიან სისტემაში ახერხებდნენ.

გამოქვეყნებულ კვლევაში დაწვრილებითაა აღწერილი ორი, 35 და 63 წლის ადამიანის მონაცემები. ორივე მათგანს ზურგის ტვინი აქვს დაზიანებული, თუმცა ორივემ შეძლო უსადენო სისტემის გამოყენება გადაბმულად 24 საათის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტი ლაბორატორიულ პირობებში არ ჩატარებულა. ცდაში მონაწილე ორივე ადამიანი აღნიშნული 24 საათის განმავლობაში სახლში იმყოფებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა ადამიანის ტვინის კომპიუტერთან უსადენოდ დაკავშირება შეძლეს

131
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
131
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული