Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
71

იუსტიციის მინისტრმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ორშაბათიდან პატიმრებთან ხანმოკლე პაემნები განახლდება.

მისი თქმით, ხანმოკლე პაემნები წარიმართება მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში.

„მინდა იცოდეს საზოგადოებამ, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა სრულდება, ჩვენ ორშაბათ დილიდან უკვე შევძლებთ, რომ ხანმოკლე პაემნები აღვადგინოთ პენიტენციურ დაწესებულებებში, რომლებსაც როგორც პატიმრები, ისე მათ ოჯახის წევრები რამდენიმე კვირაა ელოდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარესამყაროსთან და ოჯახთან მსჯავრდებულების კონტაქტი რაც შეიძლება მალე აღდგეს.

საგანგებო მდგომარეობის მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი საბოლოოდ დამარცხებულია. პრევენციული ზომები პენიტენციურ დაწესებულებებში იქნება ისეთივე მკაცრი, როგორც იყო აქამდე. ორშაბათიდან ხანმოკლე, მოკლე ვადიანი პაემნების ჩატარება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში და ასევე, მოსული სტუმარი ვალდებული იქნება, დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, იქნება ეს პირბადე თუ სხვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებთან ხანმოკლე პაემნები განახლდება: მკაცრი ზომები რჩება

71
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
71
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული