Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
749

Grey’s Anatomy-ის ვარსკვლავი, პატრიკ დემპსი, ტელევიზიის ეკრანს უბრუნდება. მაყურებელი მას ჟან ჟაკ ანაუდის სერიალ – The Truth About the Harry Quebert Affair -ში იხილავს.  ევროპელი მწერლის,  ჯოელ დიკერის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია სულ ათი სერია იქნება. სერიალის გადაღება შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი.


სერიალის მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა მწერალი, მარკუს გოლდმანია, რომელიც ახალი წიგნის დასაწერად შთაგონების წყაროს ეძებს. ის საცხოვრებლად კოლეგის,  პროფესორ ჰარი ქიუბერტის სახლში გადადის და სწორედ ეს უკანასკნელი აღმოჩნდება მისი რომანის მთავარი გმირიც. მარკუსი ქიუბერტის სახლში, 33 წლის წინ გაუჩინარებული 15 წლის გოგოს გვამს მიაგნებს და ამ ამბავში სიმართლის დადგენას შეეცდება.

როდის შედგება პრემიერა, ჯერჯერობით უცნობია. სერიალის წარმოება მონრეალში მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პატრიკ დემპსი სერიალებს უბრუნდება

749
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
749
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული