Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
131

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა პენიტენციურ სისტემაშიც.

ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრელებს.

„კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 5 მარტის N4109 ბრძანებაში „პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ“ შევიდა ცვლილებები და განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2021 წლის პირველ იანვრამდე შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება, ხოლო ამავე კოდექსით განსაზღვრული ამანათების უფლება შეუჩერდათ მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე.

მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში. შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხნასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებებს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად მიიღებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეზღუდვები ძალაშია: დღეიდან გადაადგილება 21:00 საათიდან აიკრძალება

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში: ნახეთ სია სრულად

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები 09:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პატიმრებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობისა და ამანათების მიღების უფლება შეეზღუდათ

131
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
131
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული