Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
135

ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარს, რომელმაც მძინარე თანასაკნელს მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 4 მარტს, ქ, ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა თანასაკნელს, რომელსაც ეძინა, დაზიანებები, მათ შორის მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა.

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ) წარედგინა”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პატიმარს, რომელმაც მძინარე თანასაკნელი დაჭრა, 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

135
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
135
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული