Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
42

ბრიტანელმა პატიმარმა ციხეში არსებულ ძალიან კომფორტულ პირობებზე ისაუბრა და ბევრი უკმაყოფილება გამოიწვია.

გამოცემა „დეილი მეილის“ ინფორმაციით, მსჯავრდადებული მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სოციალურ ქსელებში ციხის კამერაში გადაღებული ვიდეოების და ყოველდღიური ცხოვრების დემონსტრირება დაიწყო. ბევრი ბრიტანელის გასაკვირად, მისი პატიმრობის ადგილი სასტუმროს ნომერს უფრო ჰგავს, ვიდრე ციხეს. არც თუ ისე დიდ სივრცეში ტყავის სავარძელი, ტელევიზორი, აუდიოსისტემა, სტაციონარული ტელეფონი და ჰაერის დამატენიანებელიც კია განთავსებული.

მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ პატიმარი უკვე 7 წელია ციხეშია, რადგან მისი პირველი პოსტები 2018 წლიდან იწყება. გარდა საყოფაცხოვრებო ნივთებისა, ბრიტანელმა ბრენდული სამოსიც გამოაჩინა. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოში ის DSquared-ის ბრენდის მაისურშია გამოწყობილი, ამ მაისურის ფასი კი 100 ფუნტი სტერლინგიდან იწყება.

ქსელების მომხმარებლები პატიმრის პოსტებით ძალიან გაღიზიანდნენ, მათ არ მოსწონთ, რომ ფული რომელსაც გადასახადებში იხდიან, მსჯავრდადებულის კომფორტზე იხარჯება.

აღსანიშნავია, რომ „დეილი მეილი“ ციხის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა, თუმცა დაწესებულებისგან ოფიციალური კომენტარი ვერ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
42
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
42
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული