Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
116

ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ. პარლამენტმა 79 ხმით, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება მიიღო.

აღნიშნული ცვლილებით 4900-მდე მოსწავლე შეძლებს სარგებლობას და ის შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა განაცხადა, რომ განათლების სამინისტროს მიზანია, მომავალში დააინიციროს ცვლილება, რომლის თანახმადაც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება ბავშვს, რომელსაც 31 დეკემბრამდე შეუსრულდება 6 წელი.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, უკვე დაწყებულია პირველ კლასში რეგისტრაციის პერიოდი.

“სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მთავრობამ დაჩქარებული წესით მოგვმართა. ვფიქრობთ, რომ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებით, ჩვენ ვეხმიანებით ასობით და ათასობით მშობლის თხოვნას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონს, რომლის თანახმად, ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ

116
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
116
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული