Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
64

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „საქართველოს რიგგარეშე არჩევნები სჭირდება, მაგრამ ვადამდელი არჩევნები სადმე, ქუჩაში და ტყეში არ ტარდება, რომ იქიდან წამოვიღოთ“. მისივე განცხადებით, თუ ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, ვადამდელ არჩევნებს ვერასდროს მიიღებს.

ნიკა მელია: საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

„ჩვენი პოზიცია იყო, რომ საქართველოს რიგგარეშე არჩევნები სჭირდება, მაგრამ ვადამდელი არჩევნები სადმე, ქუჩაში და ტყეში არ ტარდება, რომ იქიდან წამოვიღოთ. ვადამდელ არჩევნებს სერიოზული მუშაობა სჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა დაინახოს, რათა ამ მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა შეიცვალოს.

პარლამენტიდან სადმე წასვლა და ვადამდელი არჩევნების მომწიფება არ მგონია მთლად სწორი იყოს, საჭიროა მუშაობა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებები აქ მიიღება. თუ პარლამენტს დავტოვებთ, ვადამდელ არჩევნებს ვერასდროს მივიღებთ.

რიგგარეშე არჩევნებზე ხშირად არ ვსაუბრობ, რადგან ვიცი, რომ ამაზე საუბარს ვადამდელი არჩევნები სწრაფად არ მოჰყავს. საჭიროა მუშაობა, მათ შორია 12 პუნქტზე. ასევე საზოგადოების დარწმუნება, რომ ეს აუცილებელია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პარლამენტიდან წასვლა და ვადამდელი არჩევნების მომწიფება, არ მგონია, მთლად სწორი იყოს, თუ პარლამენტს დავტოვებთ, ვადამდელ არჩევნებს ვერასდროს მივიღებთ: დავით უსუფაშვილი

64
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
64
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული