Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
160

სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის, – ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 60 კილომეტრზე მეტია ძებნის არეალი.

„უკვე მე-18 დღეა, სტიქიის შედეგად დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროის მდგომარეობით, 27 მოქალაქის ცხედარია ამოსვენებული. მიმდინარეობს ექვსი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე კურორტ შოვის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, სადაც მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კალაპოტის ფორმირება და არსებული კუნძულების დამუშავება. 27 დაღუპულიდან 25 ცხედარი არის იდენტიფიცირებული, პროცედურები სჭირდება დნმ-ის ანალიზს. 60 კილომეტრზე მეტია ძებნის არეალი. სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის.

მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე არ შეფერხებულა საძიებო სამუშაოები. დარჩენილია კიდევ მიწის მცირე ფართობი დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც გრძელდება სამუშაოები. მიწის მასისგან გასუფთავება მიმდინარეობს და პარალელურად კინოლოგები მუშაობენ, სადაც ხდება სამძებრო სამუშაოები“,- განაცხადა რაჭის გუბერნატორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პაპუნა მარგველიძე: მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საძიებო სამუშაოები არ შეფერხებულა, მიმდინარეობს ტერიტორიის მიწის მასისგან გასუფთავება

160
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
160
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული