პაპარაცებმა BMW-ს განახლებული სედანის გადაღება შეძლეს. გერმანულმა ავტომწაროებელმა მე-7 სერიის სედანის გზაზე გამოცდა დაიწყო. მოდელი ბაზარზე მხოლოდ მომავალ წელს გამოჩნდება და მანამდე მისი მახასიათებლები სასტიკადაა გასაიდუმლოებული. თუმცა, პაპარაცებმა რამდენიმე კადრის გადაღება და სედანის გარეგნული მახასიათებლების დადგენა მაინც შეძლეს. როგორც ჩანს, MBW 7 series დიზაინი X7-ის ანალოგიურია და სიახლეს დიდი ცვლილებები არ განუცდია. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბრენდი ყველა მოდელის ერთ სტილამდე მიყვანას ცდილობს. ამიტომ, არსებობს შანსი, რომ სედანის ტექნიკური მახასიათებლებიც უცვლელი დარჩეს.
შეგახსენებთ, რომ განახლებული BMW-ს პრემიერა 2018 წლის ბოლოს შედგება, მისი გაყიდვები კი მხოლოდ 2019 წლიდან დაიწყება.