Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
155

“მე ვიცი, როგორ ბრაზდება საზოგადოება, როდესაც მთავრობის წარმომადგენელები არღვევენ იმ წესებს, რომლებიც თავად დააწესეს” – აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ბოდიშს იხდის. 

ბორის ჯონსონმა ბოდიში დღეს, პირველი ლოკდაუნის დროს, წვეულებაზე დასწრებისთვის მოიხადა.

ეს ნაბიჯი კი მას შემდეგ გადადგა, რაც მრავალი გაკიცხვის შემდეგ, ოპონენტები უფრო მწვავე კრიტიკასაც არ მოერიდნენ და აღნიშნეს, რომ ჯონსონი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

ბორის ჯონსონმა აღიარა, რომ ის 2020 წლის 10 მაისს იმყოფებოდა წვეულებაზე, მაშინ, როდესაც კოვიდრეგულაციები სოციალურ შეკრებებს მინიმალურად ზღუდავდა და აღნიშნა, რომ კარგად ესმის მოქალაქეების რისხვის.

პრემიერმა თქვა, რომ საქციელს ნანობს, თუმცა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ფიქრობს, შეკრება სამსახურეობრივი იყო.

“შეკრებაზე ბაღში, 6 საათის შემდეგ მივედი, რათა მადლობა გადამეხადა ჩემი კოლეგებისთვის, 25 წუთის შემდეგ კი ოფისში დავბრუნდი და სამუშაოს დავუბრუნდი”, – თქვა ჯონსონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

პანდემიის დროს წვეულებაზე დასწრების გამო ბორის ჯონსონი ბოდიშს იხდის

155
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
155
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული