1 აგვისტოდან ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აღარ უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ ხოფერია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სამინისტროს მისი კოლეგა – ნანა გადელია უხელმძღვანელებს.
[related_news id=”447415″ align=”left”]
„1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს – არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ , ორწელიწად-ნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით , ახალი ენერგიით“. – წერს ეკა ხოფერია Facebook-ზე.
ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრობას დათანხმდა: „სითის“ კი და უხელმძღვანელებს