Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
134

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ბოლო ორი კვირაა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით ახალი პაციენტი არ მიუღიათ. ამ დროისათვის აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდინფიცირებული 18 პირი მკურნალობს, რომელთა გამოჯანმრთელებასაც უახლოეს დღეებში ელოდებიან. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა. ლევან რატიანის განმარტებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მხოლოდ ერთი პაციენტი მკურნალობს, რომელიც ინფიცირებული არ არის. რატიანის ვარაუდით, მომავალი კვირის დასაწყისში არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ეყოლებათ.

„კლინიკაში ამჟამად 18 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გვყავს.  ბოლო ორი კვირაა არც ერთი ახალი პაციენტი არ მიგვიღია, ყველას გამოჯანმრთელებას ველოდებით. ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენ კლინიკას არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ეყოლება. ერთი პაციენტი რეანიმაციაშია. მას ამ ეტაპზე კოვიდინფექცია არ არის, თუმცა აქვს ქრონიკული დავადებები და ამიტომ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. დანარჩენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან, არც ერთთან არანაირი კლინიკური სიმპტომატიკა არ ვლინდება. ველოდებით რამდენიმე გამოჯანმრთელებულს. ვიმედოვნებთ, ორშაბათი-სამშაბათისთვის კლინიკაში არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვეყოლება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

“ორშაბათი-სამშაბათისთვის კლინიკაში არც ერთი კოვიდინფიცირებული არ გვეყოლება” – ლევან რატიანი

134
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
134
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული