„Starring Georgia-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ორი გრანდიოზული მეგა შოუ გაიმართა, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მადლობა Starring Georgia-ს მთელ შემადგენლობას და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი მეგა შოუების ორგანიზებაში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, მთავრობა 2024 წელსაც აპირებს მნიშვნელოვანი, დიდი სიურპრიზების ორგანიზებას.
[related_news id=”925926″ align=”left”]
„იცით, რომ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა Starring Georgia-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი გრანდიოზული მეგა შოუ გაიმართა საქართველოში. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქე დაესწრო ამ კონცერტებს და ძალიან მოეწონათ, კმაყოფილები იყვნენ.
ჩვენ გაისად, 2024-შიც ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობა Starring Georgia-ს მთელ შემადგენლობას და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი მეგა შოუების ორგანიზებაში“. – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.