Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
526

აგროპროდუქტები, ღვინო, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და გასართობი პროგრამები –  კახა კალაძემ ორბელიანის მოედნის განვითარების კონცეფცია წარადგინა.

თბილისის მერი აცხადებს, რომ ძველი თბილისის მოწესრიგება და ისტორიული ადგილების მაქსიმალური დატვირთვა გუნდის პრიორიტეტია. მისი თქმით, ყველას ახსოვს, რომ ორბელიანზე ყოველთვის, წლების მანძილზე ყვავილებს ყიდდნენ, თუმცა კალაძის თქმით, მეყვავილეებს  უმძიმეს პირობებში უწევდათ ყოფნა.

“მათ მივეცით პირობა, რომ მოვაწესრიგებდით სამუშაო პირობებს. დღეს ეს ადგილი, რომელიც მეყვავილეებს გადაეცათ, ასევე აქ განთავსებული ყვავილების ჯიხურების დიზაინი ძალიან ლამაზია. აქვეა განთავსებული ბავშვებისთვის მოედანიც. მთავარია, როგორ დაიტვირთება მოედანი და მიმდებარე ქუჩები”, – აცხადებს კალაძე. [related_news id=”210313″ align=”left”]

თბილისის მერთან ერთად, ორბელიანის განვითარების კონცეფცია “ვინდფორსის” დამფუძნებელმა ვატო ქავთარაძემ წარადგინა.

“გვახსოვს, რომ აქ ყოველთვის იყო ბაზარი, სახელოსნები, ეს ერთგვარი კულტურული მემკვიდრეობა გახლდათ. ამიტომ

ეს ადგილი დაიტვირთება აგროპროდუქტებით, ისეთი კომპანიების და მწარმოებლების პროდუქციით, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ ეკოლოგიას და სხვანაირად უდგებიან წარმოებას. ასევე იქნება ღვინის ბაზარი –

მწარმოებლებს უშუალო კომუნიკაცია ექნებათ მომხმარებლებთან, დააგემოვნებინებენ და ა. შ. ადგილს გამოვუყოფთ სტარტაპებს, ხელნაკეთი იქნება ეს, ინოვაციური, გამოგონებები თუ სხვა.

გვექნება გასართობი პროგრამები, თამაშები,  სპორტული ღონისძიებები, შემეცნებითი პროგრამები, ბავშვებისთვის სპეციალური სივრცეებიც იქნება”, – აცხადებს ქავთარაძე. 

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეს ყველაფერი მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება, თუმცა კალაძემ აღნიშნა, რომ შეეცდებიან, კვირის სხვა დღეებშიც აქ სხვადასხვა ღონისძიება გაიმართოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ორბელიანის მოედანზე ყოველ შაბათ-კვირას სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა – რა კონცეფცია წარადგინა კახა კალაძემ

526
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
526
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული