პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენდნენ, ხმაური იყო.
იმ დროს, როდესაც თეა წულუკიანი ტრიბუნასთან იდგა, ოპოზიციის წარმომადგენლები, თინა ბოკუჩავა, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი მასთან მივიდნენ და ბანერი გაშალეს.
[related_news id=”921227″ align=”left”]
მოგვიანებით, აღნიშნული ბანერი დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჩამოხსნა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზში ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.