Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
46

ონლაინ თამაშების რეგულირების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო საკუთარ ხედვას ერთ კვირაში წარადგენს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის ინიციატივა გულისხმობს სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების შემოტანასა და ონლაინ თამაშების მიმართ მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობის შემცირებას.

„ეს გულისხმობს დასაბეგრი ბაზის სრულ ცვლილებას, როგორც რაოდენობრივ, ასევე სტრუქტურულ ჭრილში და წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დაბეგვრის მოდელი, რაც პრემიერის მიერ გაჟღერებულ ინიციატივასთან იქნება შესაბამისობაში.მეორე მხრივ, იქნება გარკვეული შეზღუდვები, რომელიც გულისხმობს ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღებასა და რეკლამის აკრძალვას, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს, როგორც მიმზიდველობის, ასევე ხელმისაწვდომობის კუთხით გარკვეული შეზღუდვების დაწესებას“, – განაცხადა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ონლაინ თამაშების რეგულირების მიზნით ფინანსთა სამინისტრო საკუთარ ხედვას ერთ კვირაში წარადგენს

46
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
46
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული