Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
550

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ „ეს ძალიან რთული კითხვაა, რადგან ამის უკან დგას გარკვეული რისკები, დაკავშირებული „ომიკრონის“ შემთხვევების მატებასთან და ასევე რისკები დაკავშირებული ბავშვების ინფიცირებასთან“. მისივე განმარტებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაცილებით მეტია, ვიდრე წინა პერიოდში.

როგორც ჩხაიძე ამბობს, „ომიკრონი“ კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით არ წარმოადგენს ისეთივე საფრთხეს, როგორსაც „დელტა“.

„12-დან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინაციის მაჩვენებელი სამწუხაროდ დაბალია, ისევე როგორც მთელ მოსახლეობაში. პრაქტიკულად ჩვენ ვერ ვახერხებთ უზრუნველვყოთ უსაფრთხო სახლი. ეს ეხება სკოლასაც, რადგან სკოლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი არ არის ისეთი მაღალი, როგორიც უნდა იყოს. ერთი, რაც შეიძლება გათვალისწინებული იყოს, რომ „ომიკრონი“ კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით არ წარმოადგენს ისეთივე საფრთხეს, როგორსაც „დელტა“. თუმცა ისე არ უნდა განვიხილოთ, რომ „ომიკრონი“ არის სრულიად უწყინარი და ყველა შემთხვევაში მიმდინარეობდეს მსუბუქად. დიახ, შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ „ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაცილებით მეტია, ვიდრე წინა პერიოდში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაცილებით მეტია, ვიდრე წინა პერიოდში: ივანე ჩხაიძე

550
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
550
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული