Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
84

ჩინეთის ქალაქ ტიანძინში კორონავირუსის “ომიკრონ” ვარიანტის დაფიქსირების გამო თითქმის 14 მილიონიანი მოსახლეობის ტესტირება დაიწყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქში სულ მცირე ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

ტიანძინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოთხი ოლქის მცხოვრებლებს ტესტირება მომდევნო 24 საათის განმავლობაში ჩაუტარდებათ, ხოლო სხვა ოლქებში ტესტირება მომდევნო დღეს ჩატარდება.

ქალაქის მცხოვრებლები ე.წ. მწვანე კოდს, რომელიც მოგზაურობისთვის აუცილებელია, კორონავირუსზე ტესტის მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მიიღებენ. ქალაქის ადმინისტრაცია მოსახლეობას ურჩევს, საჭიროების გარეშე ქალაქი არ დატოვონ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩინეთში, კორონავირუსის 103 619 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 636 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ომიკრონის ორი შემთხვევის გამო ტიანძინში 14 მილიონიანი მოსახლეობის ტესტირება დაიწყო

84
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
84
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული