Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
72

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შესაძლოა ყინულის ჰოკეი ზამთრის ოლიმოპიური თამაშების პროგრამიდან ამოიღოს. ამის შესახებ მედიას ცოტა ხნის წინ კანადაში ვიზიტით ყოფნის დროს ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა,რენე ფაზელმა განუცხადა. ფაზელის თქმით,განიხილება ორი ვარიანტი: 1.ოლიმპიადაზე ქვეყნების 23-წლამდელთა ნაკრებები დაუშვან; 2.საერთოდ ამოიღონ მამაკაცთა ჰოკეი ოლიმპიადის პროგრამიდან.

მიუხედავად იმისა,რომ ოლიმპიური კომიტეტი მსგავს რადიკალურ მიდგომას არ ადასტურებს და აცხადებს,რომ ყინულის ჰოკეი ბეიჯინგის 2022 წლის თამაშების პროგრამაშია,(როგორც ქალების,ასევე კაცების) ფაზელის თქმით სპორტის ეს სახეობა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრიორიტეტი არ არის და მას სათანადო ყურადღება არ ექცევა.
ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა გაიხსენა ზამთრის 2018 წლის თამაშების წინ NHL-თან გამართული მოლაპარაკებები,რომელშიც სოკ-ს უფრო აქტიური როლი უნდა ეთამაშა.საბოლოოდ მსოფლიოში ჰოკეის ყველაზე პრესტიჟულმა ლიგამ ოლიმპიადაზე თავისი მოთამაშეები არ გაუშვა,რამაც ტრანსლაციების რეიტინგი და დარბაზში მაყურებელთა დასწრების დონე საგრძნობლად შეამცირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
72
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
72
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული