Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
89

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პოლიტიკური პარტია „ამცახარა“ რაულ ხაჯიმბას „ინაუგურაციასთან“ დაკავშირებით აქტივის საერთო კრების გადაწყვეტილებას აქვეყნებს.

პარტია „ამცახარას“ წევრების სხდომაზე მიღებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარღვეულია მოქალაქეთა საარჩევნო უფლება, არ იყო ჩათვლილი ამომრჩეველთა ყველა ხმა და ხაჯიმბას სასარგებლოდ არჩევანი მხოლოდ ამომრჩეველთა მესამედმა გააკეთა.

„ჩვენ არ ვცნობთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას აფხაზეთის პრეზიდენტის განმეორებით კენჭისყრასთან დაკავშირებით და მას არაკანონიერად მივიჩნევთ. ჩვენ არ [related_news id=”237954″ align=”right”]ვცნობთ ხაჯიმბას გამარჯვებას აფხაზეთის რესპუბლიკის არჩევნებში და მას არაკანონიერ პრეზიდენტად მივიჩნევთ“, – აცხადებს ოპოზიციური პარტია.

ე.წ პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს გაიმართა.

დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს ჩატარდა. მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გამარჯვებულად გამოცხადდა, რომელსაც ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმა მისცა 47.39%-მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას არაკანონიერ პრეზიდენტად აცხადებს

89
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
89
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული