Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
223

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. რაულ ხაჯიმბა სოხუმში განვითარებულ მოვლენებს ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უწოდებს და აცხადებს, რომ ხახლი პროვოკაციებს არ უნდა აყვეს.

“როგორც კონსტიტუციის გარანტი, მე მივეცი ყველა საჭირო ინსტრუქცია, რომ თავიდან ავიცილოთ არაკანონიერი მოვლენების განვითარება. ამ რთულ ვითარებაში, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სახელმწიფოს არსებობა საფრთხის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ.

რუსეთის ე.წ. საელჩო ოკუპირებულ აფხაზეთში თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

ყველა სახელმწიფო ორგანო საშტატო რეჟიმში მუშაობს. აუცილებლობის შემთხვევაში ჩემს მიერ იქნება მიღებული ზომები, რათა ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოვაცხადო,”- განაცხადა ხაჯიმბამ  ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვს.სწორედ ალხას კვიცინიას მხარდამჭერებმა შეამტვრიეს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელი კარი და მინები.

მოგვიანებით, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აქციის მონაწილეებმა ეგრეთწოდებული „პარლამენტის“ შენობაში გადაინაცვლეს.

[related_news id=”295162″ align=”left”]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს

223
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
223
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული