Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
114

28 მარტს თბილისში, აბულაძის ქ.N34-ში ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ახალი ფილიალი გაიხსნა. დღეიდან ფილიალი პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ PSP ჯგუფის დამფუძნებლები, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ახალი ფილიალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით და უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციურ ოფთალმოლოგიურ სერვისს როგორც მოზრდილთათვის, ასევე ბავშვებისთვის.

„ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის 126 წლიანი ტრადიცია გააჩნია. პაციენტებს მუდმივად ვთავაზობთ ულტრათანამედროვე ოფთალმოლოგიურ სერვისებს: სათვალის მოხსნა ფემტოსეკონდ ლაზერით, კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია, ბადურის და გლაუკომის ქირურგია და სხვა. 2018 წლის ბოლომდე თბილისის უბნესბასა და რაიონულ ცენტრებში კიდევ 4 ფილიალის გახსნას ვგეგმავთ, რომლებიც ასევე გამოცდილი ექიმებით იქნება დაკომპლექტებული და უახლესი ოფთალმოლოგიური ტექნიკითა და ქირურგიული აპარატურით აღიჭურვება“- აცხადებენ „ნიუ ჰოსპიატლსში“.

მათივე ცნობით, საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი ლიდერია ოფთალმოლოგიური პროცედურების, ქირურგიისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით, ის 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ოფთალმოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ახალ ფილიალი გახსნა

114
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
114
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული