Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
140

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ემიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად შემცირდა.

ამის შესახებ ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ ფეისბუკ-სტატუსს გამოეხმაურა.

კობახიძე: აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს.. ეს გარემოება ადამიანების ნაწილს რისკზე წასვლას და აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებ

„სახელმწიფო გადატრიალებამ ქვეყანაში, არსებულმა განუკითხაობამ, შეიარაღებულმა კონფლიქტებმა და ეკონომიკურმა კოლაფსმა საქართველოდან მიგრაციის დიდი ტალღა წარმოქმნა 90-იან წლებში.

მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, მაგრამ 2012 წლიდან, ჩვენი ხელისუფლების მოსვლისთანავე, ემიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად შემცირდა. 2018-2021 წლებში საქართველოს მიგრაციულმა სალდომ 29 000-ს მიაღწია, მაშინ, როდესაც ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანაში, ლიეტუვაში ეს მაჩვენებელი 37 000-ს უტოლდება.

ასეთ საკითხებზე თავის ფეისბუკ-პოსტში ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, რასაც გაუთვითცნობიერებელი ხალხისგან, მავნებლებისგან დაუსაბუთებელი კრიტიკა მოყვა.

თანამედროვე ეპოქაში მიგრაცია აღარ განიხილება როგორც ცალსახად მხოლოდ ნეგატიური მოვლენა, თუმცა საჭიროა მიგრაციული პროცესების გონებრივი მართვა და დარეგულირება. თანამედროვე მსოფლიოში, ევროკავშირსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში დროებითი, ცირკულარული შრომითი მიგრაცია არის აღიარებული ამის პრევენციად“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ოდიშარია: ჩვენი ხელისუფლების მოსვლისთანავე, ემიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად შემცირდა

140
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
140
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული