Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
92

ესპანეთის პროკურატურა ითხოვს ნეიმარი, მისი მშობლები და „ბარსელონას“ პრეზიდენტი ციხეში ჩასვან.
ბრაზილიელს თავს არ ანებებენ.

ესპანეთში დაიწყო ახალი სასამართლო პროცესი ნეიმარის, მისი მშობლების, „ბარსელონას“, კლუბის მოქმედ პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუს, მისი წინამორბედ სანდრო როსელის და კლუბ „სანტოსის“ წინააღმდეგ.

პროკურატურა ითხოვს 2 წლით ჩასვან და 10 მლნ ევრო დააკისრონ ნეიმარს, ორი წლით ჩააყუდონ ნეიმარის მამა, ერთი წლით მიაბრძანონ გისოსებს მიღმა დედა და ხუთი წლით ახეხინონ ოთხი კედელი სანდრო როსელს. ამას გარდა, ბრალდება ითხოვს 8,4 მლნ ევროს ჯარიმა გადაიხადოს „ბარსელონამ“ და 7 მლნ „სანტოსმა“.

2016 წლის ნოემბერში ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ ნეიმარის ტრანსფერის დროს თაღლითობის შესახებ საქმე გადახედვისთვის მიიღო.
სარჩელი ბრაზილიურმა საინვესტიციო კომპანია DIS-მა შეიტანა, რომელსაც სატრანსფერო თანხიდან 40% უნდოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ნეიმარის გადაყვანა 2013 წელს კატალონიურ კლუბს 57,1 მლნ ევრო დაუჯდა, მაგრამ რეალურმა თანხამ შესაძლოა 83 მლნ შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ნულოვანი ტოლერანტობა: ყველანი ციხეში!

92
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
92
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული