Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
25

ე.წ. ჭკვიანი კამერები 1-ელი ნოემბრიდან თბილისის მასშტაბით ფუნქციონირებას დაიწყებს. ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორის გიორგი არსოშვილის განცხადებით, კამერები ყველა იმ არეალში დაყენდება, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლია გამოყოფილი.

შესაბამისად, ავტომობილების მძღოლები, რომლებიც BUS LANE-ს გადასაადგილებლად გამოიყენებენ, ჯარიმას ვეღარ აცდებიან.

“ყველა იმ ქუჩაზე სადაც არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლი, დამონტაჟდება ჭკვიანი კამერები და ეს მოხდება პირველივე ეტაპზე, ანუ 1–ელი ნოემბრიდან”, – განაცხადა “ფორტუნასთან” გიორგი არსოშვილმა.

იმ ლოკაციაზე, სადაც ამ ტიპის კამერები განთავსდება, აუცილებლად დამონტაჟდება მანიშნებელი აბრები, რომლებიც მოქალაქეებს აცნობს, რომ ამ არეალში საპოლიციო ჭკვიანი კამერა მოქმედებს.

არსოშვილის განცხადებით, ამით მოქალაქეებს ჯარიმის პრევენციის შესაძლებლობა ეძლევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
25
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
25
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული