11 აგვისტოს ბათუმში, “ორბი თაუერსის” ერთ-ერთი კომპლექსის მეოცე სართულიდან 25 წლის ლაშა კუხიანიძე გადმოვარდა. უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
ლაშა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი იყო.
“ჩცდ”-ს მსახიობი ლაშა კუხიანიძე გარდაიცვალა
როგორც ცნობილია, ლაშამ 8 აგვისტოს იქორწინა. ბობოყვათში ხელი მარიამ ჩხარტიშვილთან მოაწერა. წყვილს, “ორბი თაუერსის” მეოცე სართულზე, აპარტამენტი, ოთხი დღით ჰქონდა დაქირავებული. უბედური შემთხვევა 11 აგვისტოს მოხდა.
მსახიობმა და მომღერალმა ნიკო ბერიძემ გარდაცვლილი მეგობრისგან გამოგზავნილი უკანასკნელი მონაწერის “სქრინი” გამოაქვეყნა, სადაც ლაშა თავის ხელის მოწერაზე ეპატიჟება ნიკოს. “ნიშნობაზე ვერ მოვედი და ისე გამიკეთე, რომ შენს გასვენებაში უნდა მოვიდე”,-წერს ნიკო ბერიძე.