Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
66

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში შესვლა სახალხო დამცველის ვალდებულებაა, რადგან მან თავისი მანდატი უნდა შეასრულოს. მისივე თქმით, პანსიონში მყოფი ბავშვები მცირე ზომის პანსიონში უნდა გადავიდნენ.

ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს: ტიკარაძე მეუფე იაკობზე

ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ საპატრიარქოს ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება და ყველა იმ საკითხის უზრუნველყოფა მოხდება, რომელიც ბავშვების საუკეთესო ინტერესს იცავს.

მიიღებს თუ არა ნინოწმინდის პანსიონი ომბუდსმენს – დღეს ნინო ლომჯარია მეუფე იაკობს ხვდება

ნინოწმინდის პანსიონში 19 აღმზრდელი დარჩება: მეუფე იაკობი

​„ამ ეტაპისთვის საუკეთესო ინტერესები დაცულია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საპატრიარქოსთან და ხელმძღვანელობასთან ძალიან პროდუქტიული იქნება. შესაბამისად, მოხდება ყველა იმ საკითხის უზრუნველყოფა, რომელიც ბავშვის ინტერესებს იცავს.

ბავშვები ყველანი მცირე ზომის პანსიონში უნდა გადავიდნენ, სადაც მათ ოჯახის ტიპის სამყოფელი ექნებათ, დაცული იქნება მათი კეთილდღეობა. ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით.

რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია თავისი მანდატი შეასრულოს. ჯანდაცვის სამინისტრო სახალხო დამცველთან ყოველთვის თანამშრომლობს“, – განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა ვალდებულებაა, რომელიც უნდა შესრულდეს: ეკატერინე ტიკარაძე

66
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
66
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული