Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
61

ბოდბელი ეპისკოპოსი, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალი ხელმძღვანელი, მეუფე იაკობი ჟურნალისტებთან ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას აცხადებს, რომ პანსიონში რაც შესაცვლელია, ყველაფერი შეიცვლება.

მისივე თქმით, ის აქამდე ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებს არასოდეს შეხვედრია.

რაც შეეხება მეუფე სპირიდონს, რომელიც ამ დრომდე ბავშვთა პანსიონს ხელძღვანელობდა, თუმცა გუშინ ხელმძღვანელობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, როგორც მეუფე იაკობი დასძენს:

„მეუფე სპირიდონს ყოველთვის შეუძლია მოვიდეს, ისეთი ღვაწლი აქვს, აქაურობას ვინ დაუკეტავს?“

კითხვაზე, ვინ დაიგვიანა რეაგირება პანსიონში შექმნილ ვითარებაზე, მეუფე იაკობის თქმით, „სახალხო დამცველმაც და ყველა იმ ორგანიზაციამ, ვინც იცოდა“.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) უხელმძღვანელებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა. 

რაც შეეხება ბავშვთა პანსიონს, პანსიონში ამ დრომდე 23 ბავშვი რჩება, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ნინოწმინდის პანსიონში რაც შესაცვლელია, ყველაფერს შევცვლით – მეუფე იაკობი

61
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
61
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული