Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
216

„ნინო გვენეტაძის გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ დღეს სიურპრიზად, მედიის საშუალებით შევიტყვე და მასთან საუბარს აუცილებლად ვაპირებ,“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ნინო გვენეტაძესთან კონტაქტი რამდენიმე კვირაა, არ ჰქონია.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ნინო გვენეტაძის აღნიშნული გადაწყვეტილება და შესაძლოა, თუ არა ეს კავშირში იყოს ე.წ. ციანიდის საქმესთან, თეა წულუკიანი ამას გამორიცხავს.

„აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რაიმე შიდა პროცესებს, ან მით უფრო, ციანიდის საქმეს. არა მგონია, ვცდებოდე, მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან რამდენიმე კვირაა, არ მქონია არც სატელეფონო კონტაქტი და დღეს სიურპრიზად, მედიის საშუალებით შევიტყვე მისი ეს გადაწყვეტილება და აუცილებლად ვაპირებ მასთან საუბარს, რომ რა ტიპის პრობლემები აქვს, როგორც განაცხადა ჯანმრთელობის, მოვიკითხო ადამიანურად და ვუსურვო ჯანმრთელობა და წარმატებები,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ სხვა ინფორმაციას არ ფლობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ დღეს თანამდებობა დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ სიურპრიზად, მედიის საშუალებით შევიტყვე – თეა წულუკიანი

216
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
216
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული