Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
95

გაცილებით მეტი მოლოდინი მქონდა ნინო გვენეტაძისგან, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან.

“ნინო გვენეტაძის კანდიდატურა თავის დროზე პარლამენტს წარედგინა კონსულტაციების საფუძველზე. პრეზიდენტი ღიად აღიარებდა, არ გაურბოდა იმის თქმას, რომ ნინო გვენეტაძემ მისი და სხვა ბევრი ჯგუფის იმედები ვერ გაამართლა. მეც გაცილებით მეტი მოლოდინი მქონდა მისგან, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდა. ნინო გვენეტაძემ ვერ გაამართლა ძალიან ბევრის ნდობა, თუმცა მას არანაირი ხელშეწყობა იუსტიციის სამინისტროსგან და პარლამენტისგან არ ჰქონია. შესაბამისად, ეს შედეგები, რაც მივიღეთ სასამართლო სისტემაში, არ არის სწორი მხოლოდ ერთ ადამიანს დაბრალდეს,” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, კანდიდატის შერჩევა მოხდება კონსულტაციების საფუძველზე.

როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, თანამდებობა გასულ კვირას დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ნინო გვენეტაძემ იმედები ვერ გაამართლა – ანა ნაცვლიშვილი

95
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
95
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული