დღეს ქართველი მომღერლების ახალგაზრდა თაობის ნიჭიერი წარმომადგენლის, ნიკოლოზ ხარატის დაბადების დღეა. მას შემდეგ, რაც ნიკოლოზი მუსიკალურ პროექტ „რანინაში“ გამოჩნდა, ფართო აუდიტორიამ ძალიან შეიყვარა.
„დღეს ფენომენალური არტისტის დაბადების დღეა“ – ანრი ჯოხაძე ნიკოლოზ ხარატს იუბილეს ულოცავს
დღეს ნიკოლოზ ხარატი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს. ემოციურად ულოცავს ნიკოლოზს დაბადების დღეს მისი მეგობარი, ასევე მომღერალი ოთო ბაზერაშვილიც:
„ნიკო, ძმაო, გილოცავ დაბადების დღეს. მინდა, რომ სულ ბედნიერი, ჯანმრთელი და გახარებული იყო. ძალიან მიყვარხარ მაო, პირველად „რანინას“ შესარჩევზე რომ გაგიცანი, პირობა დავდეთ, რომ ყველაზე მაგარი ძმაკაცები ვიქნებოდით და ასეა, მე და შენ საუკეთესო მეგობრები ვართ და ეს ძალიან მიხარია, რომ შენნაირი მეგობარი გამიჩინა „რანინამ“, ძალიან მიყვარხარ ძმაო“, – წერს ოთო ბაზერაშვილი სოციალურ ქსელში.
ნიკო ძმაო გილოცავ დაბადების დღეს♥️ მინდა რომ სულ ბედნიერი ჯანმრთელი და გახარებული იყო ძალიან მიყვარხარ ძმაო პირველად…
Posted by Oto Bazerashvili on პარასკევი, 10 ნოემბერი, 2023