Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
81

გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ომს ითხოვს. ნიკი ჰეილის თქმით, ამერიკას ფხენიანთან კონფლიქტი არ სურს , თუმცა მისი მოთმინება უსაზღვრო არ არის.

“ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა კიდევ უფრო განვითარებული და საფრთხის შემცველია. ომი არ არის ის, რაც აშშ-ს სურს. ჩვენ არ გვინდა ის ახლა, თუმცა, ჩვენი ქვეყნის მოთმინება უსაზღვრო არ არის“, – აღნიშნა ნიკი ჰეილიმ.

როგორც ჰეილიმ განაცხადა , ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მიდგომამ შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ ამერიკის უშიშროების საბჭოს წევრებს უმკაცრესი ზომების მიღებას სთხოვს.

შეგახსენებთ, ოფიციალური ფხენიანის ცნობით, 3 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ  წყალბადის ბომბი წარმატებით გამოსცადა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ბომბის გამოცდამ  ჩრდილოეთ კორეაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ნიკი ჰეილი: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ომს ითხოვს

81
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
81
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული