„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ დარწმუნებულია, რომ ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მაშასადამე, პარლამენტსაც.
„მომავალი პარლამენტი უნდა იყოს ქართველი ხალხის წარმომადგენელი. თითოეული დეპუტატი ქართველი ხალხის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს და არა ვიწრო მილიონერთა კლუბის, ეს ნამდვილად ვიცი.
დღევანდელი პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ინტერესებს. დღევანდელი პარლამენტი არის ბიძინა ივანიშვილის სანოტარო კანტორა და ის ხალხის ინტერესებით უნდა ჩანაცვლდეს. დარწმუნებული ვარ, ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მაშასადამე, პარლამენტსაც“, – განაცხადა მელიამ.
ნიკა მელია ფიქრობს, რომ მიუხედავად ხელისუფლების არასწორი პოლიტიკისა, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.