Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
146

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, ბოლო მონაცემების თანახმად, თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 38 635-მა ადამიანმა მიიღო.

ნიკა მელია: ამომრჩევლები, რომლებსაც ხმის მიცემის დროს ტექნიკური შეფერხება ჰქონდათ, 19:00 საათიდან მიიღებენ ახალ სმს გზავნილებს განახლებული კოდებით

როგორც მან, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინფზე აღნიშნა, მოსახლეობის ინტერესი არჩევნებისადმი მაღალია.

„ბოლო მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38 635-მა ადამიანმა, რაც შეადგენს დარეგისტრირებულთა 77.83%-ს. არჩევნების გეოგრაფია ვრცელია. პირველ ადგილზე საქართველოა, სადაც არჩევნებში მონაწილეთა 88.36% საქართველოში იმყოფება, მეორე ადგილზეა იტალია 2.58%-ით, საბერძნეთი 1.69%, გერმანია 1.27% და ასე შემდეგ. 30-35 ქვეყნის ჩამონათვალია.

ეს მეტყველებს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში აქტიურობა ძალიან მაღალი იყო. ინტერესი არჩევნებისადმი მაღალია. ველოდებით, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მოგეხსენებათ, გუშინ იყო გარკვეული ტიპის ხარვეზი, ამომრჩეველს არ მიდიოდა ვერიფიკაციის კოდი. ეს პრობლემა გამოსწორებულია, საღამოდან დაიწყო გაგზავნა იმ ადამიანებთან, ვისაც არ მიუვიდა. შეამჩნევდით, რომ საღამოსკენ აქტიურობა ცოტა მეტი იყო, ვიდრე დღისით. ველოდებით, რომ 40 ათას ამომრჩეველს გადაცდება დღეს, დილით კი კიდევ უფრო მეტს ველოდებით”,- აღნიშნავს ნაყოფია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ნაყოფია: ბოლო მონაცემებით, “ნაციონალური მოძრაობის” არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38 635-მა ადამიანმა

146
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
146
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული