Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
109

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს, გამოაცხადა, კაპანაძის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 3 წლის შემდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ნათია კაპანაძე შემდეგ ინსტანციაში გეგმავს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 30 აპრილს წარდგენილი სარჩელით, ნათია კაპანაძე ითხოვდა უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.

2019 წელს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული პოზიციიდან გადააყენა. ნათია კაპანაძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ამ საქმეზე პირველი სხდომა ორი წლის შემდეგ ჩაინიშნა. საია მიუთითებდა, რომ ნათია კაპანაძის საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდებოდა.

“ძალიან ვწუხვარ, რომ მიწევს ამის გაკეთება” – აჭარის მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა პირდაპირ ეთერში სმენის აპარატი მოიხსნა (ვიდეო)

„ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ პოლიტიკურ დღის წესრიგს არ გადაუხვია – არ დააკმაყოფილა სარჩელი.

იმპიჩმენტის პრინციპულ საკითხები დაუსაბუთებელად მიიჩნია, თუმცა ბოლოს პროცესზე თქვა პროგრამული პრიორიტეტები ვერ შესრულდა, დაავიწყდა აღნიშვნა, რომ პრიორიტეტების ვადა კიდევ რამდენიმე თვე იყო.

როგორ ყარს ეს ყველაფერი!
მაგრამ მაინც #ვმუშაობთსაზოგადოებისთვის“, – წერს ნათია კაპანაძე სოციალურ ქსელში.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 30 აპრილს წარდგენილი სარჩელით, ნათია კაპანაძე ითხოვდა უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.

2019 წელს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული პოზიციიდან გადააყენა. ნათია კაპანაძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ამ საქმეზე პირველი სხდომა ორი წლის შემდეგ ჩაინიშნა. საია მიუთითებდა, რომ ნათია კაპანაძის საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ნათია კაპანაძის სარჩელი ბათუმის სასამართლომ არ დააკმაყოფილა -„მოსამართლემ პოლიტიკურ დღის წესრიგს არ გადაუხვია, როგორ ყარს ეს ყველაფერი!“

109
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
109
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული