ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნანა ლეჟავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
თუმცა, ლეჟავა ამბობს, რომ ის მუშაობას იმედში განაგრძობს.
“დაინტერესებულ ადამიანთა საყურადღებოდ: უკვე ორი კვირაა არც ფორმალურად ვარ “ქრონიკაში” და არც არაფორმალურად :დ თუმცა, ვრჩები “იმედში”. მადლობა ყურადღებისთვის”, – წერს ნანა ლეჟავა.[related_news id=”224369″ align=”right”]
ტელეკომპანიაში საინფორმაციო მიმართულებით აღმასრულებელ დირექტორად ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა დაინიშნა. ამასთან, გენერალური დირექტორის პოსტზე გიორგი ბახტაძე ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა.