„ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინს ვინმე დააპატიმრებს, სანამ ის სახელმწიფოს მეთაურია”, – აღნიშნულის შესახებ გლობალური სისხლის სამართლის სამართალწარმოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბეტ ვან სკაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი ტრიბუნალი პუტინის იმუნიტეტს ვერ გადალახავს, სანამ ის თანამდებობაზე რჩება.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინს ვინმე დააპატიმრებს, სანამ ის სახელმწიფოს მეთაურია. თუ ის აღმოჩნდება უცხოური სასამართლოს ან უკრაინის სპეციალური პალატის პატიმრობაში, მაშინ დიდი ალბათობით, ეს იმიტომ მოხდება, რომ ის აღარ იქნება სახელმწიფოს მეთაური.
ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ, დაიწყოთ გამოძიება, მოამზადოთ ბრალდებები მისი და სარდლობის სხვა პირების მიმართ“, – აღნიშნა ვან სკაკმა.
სკაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს პუტინის დანაშაულების გამოძიება, სანამ ის ხელისუფლებაშია და მზად უნდა იყოს სწრაფად მოქმედებისთვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში პოლიტიკური ტრანსფორმაციები დაიწყება და პუტინი დაკარგავს თავის პოზიციასა და იმუნიტეტს.