Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
154

ნიუ-იორკში, ბრუკლინში მდებარე „ბერკლის“ ცენტრში ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოება MTV Video Music Awards გაიმართა. ღონისძიებას Doja Cat გაუძღვა.

მთავარ, „წლის საუკეთესო კლიპის ნომინაციაში“ გამარჯვება  პოპ შემსრულებელს, ლილ ნასს  ერგო. მან კლიპით Call Me By Your Name გაიმარჯვა. „საუკეთესო არტისტის“ ტიტული ჯასტინ ბიბერმა მოიპოვა. წლის სიმღერად ოლივია როდრიგოს Drivers License დასახელდა. ის ასევე „საუკეთესო ახალბედა არტისტიც“ გახდა.

„წლის დუეტის“ კატეგორიაში გამარჯვება Doja Cat-სა და  SZA-ის სიმღერამ, Kiss Me More  მოიპოვა.

„საუკეთესო R&B“ ნამუშევრის კატეგორიაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრუნო მარსისა და Anderson Paak, Silk Sonic-ის კომპოზიცია, Leave the Door Open დასახელდა.

რა თქმა უნდა, სამხრეთ კორეული ბიო-ბენდიც BTS არ დარჩა პრიზის გარეშე, კოლექტივმა „საუკეთესო ჯგუფის“ ტიტული მოიპოვა, მათმა სიმღერამ, Butter კი „საუკეთესო ზაფხულის სიმღერის“ სტატუსი დაიმსახურა.

და ბოლოს, „საუკეთესო როკ-სიმღერის“ კატეგორიაში  ჯონ მაიერის  Last Train Home დასახელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ნახეთ 2021 წლის MTV VMA-ის გამარჯვებულები

154
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
154
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული