Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
149

გორის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ბერ-მონაზონის, ანტონ მაისურაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდებული თავს იცავდა და განზრახ მკვლელობას ადგილი არ ჰქონია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებულს 7-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ანტონ მაისურაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2021 წლის 7 აგვისტოს დააკავეს.

პროკურატურის ვერსიით, 2021 წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა. პროკურატურის ცნობით, ნივთმტკიცებად ამოღებული იყო „АК 74″-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

ცნობისთვის, 2021 წლის 7 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია, თვითნებურად დატოვა მონასტერი.

მთავარ სლაიდზე ფოტო: Qartli.ge
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული ბერ-მონაზონი გაამართლეს

149
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
149
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული