Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
55

პრეზიდენტის საახალწლო მიწვევაში გასაკვირი არაფერია, დადგა წინასაახალწლო პერიოდი და იმედია, ამაზე მაინც შევთანხმდებით ოპოზიციასთან, რომ ეს პერიოდი ნამდვილად დადგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე ასე უპასუხა:

“ალბათ, “ნაციონალური მოძრაობა” არ აღიარებს, რომ ახალი წელი დგება”, – თქვა მაჭარაშვილმა და დასძინა, რომ  მმართველი პარტია ნორმალური პოლიტიკური დიალოგისთვის მზად არის.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისთვის დღეს საახალწლო მიღებას გამართავს. პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს. ღონისძიება 19:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრებას გეგმავს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს, რომ ახალი წელი დგება – მაჭარაშვილი

55
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
55
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული