ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მწვავე ჰეპატიტის საშიში მძიმე ფორმა 33 ქვეყანაში მცხოვრებ 900-ზე მეტ ბავშვთან გამოვლინდა. ჯანმოს ინფორმაციით, მწვავე ჰეპატიტის საშიში მძიმე ფორმისგან 18 ბავშვი გარდაიცვალა, 45-ს კი ღვიძლის გადანერგვა სჭირდება.
„33 ქვეყანა იტყობინება ბავშვებში მწვავე ჰეპატიტის მძიმე ფორმის 920 შემთხვევის შესახებ. შემთხვევების ნახევარი ევროპაში, მესამედი კი აშშ-ში დაფიქსირდა“, – აცხადებენ ჯანმოში.