Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
114

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა  იუსტიციის სამინისტროში დასრულებულია. ევროსასამართლოსთვის 2 კანდიდატის შესარჩევად მთავრობას 4-კაციანი სია გადაეგზავნა.

მოსამართლეები ლალი ფაფიაშვილი, თამარ ალანია, ოთარ სიჭინავა და იოსებ ბაჩიაშვილი იუსტიციის სამინისტროში გასაუბრების დასრულების შემდეგ შეარჩიეს.

ყველაზე მაღალი ქულა მოსამართლეობის კანდიდატმა ლალი ფაფიაშვილმა აიღო (4.82), შემდეგი არის თამარ ალანია (4.45), ოთარ სიჭინავამ და იოსებ ბაჩიაშვილმა კი თანაბარი (3.75) ქულა აიღეს.

დღევანდელ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა სულ 8 კანდიდატს უნდა მიეღო, თუმცა, მოსამართლე ნინო ბაქაქური, კონკურსს საკუთარი სურვილით გამოეთიშა.

მოქმედ ხელისუფლებას სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსის გამოცხადება მესამედ მოუწია. ხელისუფლების მიერ შერჩეული კანდიდატები სტრასბურგმა დაიწუნა.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მთავრობა სტრასბურგში მოსამართლეებად წარსადგენ პირებს ოთხი კანდიდატიდან შეარჩევს

114
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
114
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული