Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
10

მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც რუსეთში გაიმართება, ფიფა ვიდეო რეფერის გამოიყენებს.ამის შესახებ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა .

აღნიშნული ტექნოლოგია გამოყენებული იქნება მხოლოდ გოლებთან, წითელ ბარათებთან და პენალტებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას.

”ჩვენ გამოვიყენებთ ვიდეო რეფერის იმიტომ, რომ აქამდე ამ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით მხოლოდ დადებით შეფასებებს ვიღებთ.”- განაცხადა ინფანტინომ.

პირველად ფიფას  ეგიდით გამართულ ტურნირზე ვიდეო რეფერი გასული წლის დეკემბერში, იაპონიაში გამართულ მსოფლიო საკლუბო ჩემოპიონატზე გამოიყენეს. მისი დახმარებით გასულ თვეში გამართულ ამხანაგურ მატჩში ესპანეთსა და საფრანგეთს შორის, მთავარმა არბიტრმა ორ ეპიზოდში სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ვიდეო რეფერის ტექნოლოგია გამოყენებული იქნება ასევე 2017 წლის კონფედერაციათა თასზე, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატზეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
10
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
10
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული