Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
171

დღეს უცხოურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს და ისმის, როგორ ხუმრობს რამდენიმე ქვეყნის ლიდერი დონალდ ტრამპზე.

კადრებში ჩანს, რომ NATO-ს 70 წლისთავთან დაკავშირებულ სამიტზე ჩასული კანადის პრემიერი ჯასტი ტრუდო, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ნიდერლანდების პრემიერი ერთმანეთს ესაუბრებიან. ვიდეოში ისმის, როგორ ხუმრობენ ლიდერები ტრამპის  დაგვიანებაზე და ამბობენ, რომ მას ალბათ 40 წუთიანი პრესკონფერენცია ჰქონდა.

ვიდეოში ისმის ნიდერლანდების პრემიერის სიტყვები:

“ყალბი ახალი ამბები “, — შეგახსენებთ, ამ ფრაზას კრიტიკული მედიის მიმართ დონალდ ტრამპი ხშირად იყენებს.

The Guardian წერს, რომ ვიდეოში ტრამპის სახელი არ ისმის, თუმცა ოთხი ქვეყნის ლიდერი სწორედ მასზე საუბრობს, რადგან აშშ-ს პრეზიდენტი გრძელი პრესკონფერენციებით გამოირჩევა.

მოგვიანებით, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე ცუდი არაფერი უთქვამს.

ტრუდოს განმარტებით, როდესაც თქვა, რომ „მისი გუნდის წევრებს ყბა ჩამოუვარდათ“, ის მომენტი იგულისხმა, როდესაც ტრამპმა კემპ დეივიდის რეზიდენცია მომდევნო დიდი შვიდეულის სამიტის ჩატარების ადგილად გამოაცხადა.

„ყველამ იცის, რომ აშშ-სა და კანადას ძალიან კარგი, ეფექტური ურთიერთობა აქვთ და ის გაცილებით ღრმაა, ვიდრე ჩვეულებრივი ურთიერთობა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მსოფლიო ლიდერები აშშ-ს პრეზიდენტზე მის ზურგსუკან ხუმრობენ – რას ამბობენ ისინი ტრამპზე (ვიდეო)

171
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
171
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული