Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
128

აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში წაგებული კანდიდატის, ოპოზიციური პარტიის “ამცახარას” ლიდერის, ალხას კვიცინიას სასამართლო პროცესის პარალელურად, სასულიერო პირებმა მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის მიზნით, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, ვერტმფრენიდან 12 ლიტრი ნაკურთხი წყალი გადმოასხეს და ლოცვები წაიკითხეს.

ინიციატივა აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის, რომელიც ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის, რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერია.

ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში, ოკუპირებულ აფხაზეთში ეკლესიის ხელმძღვანელი, ბესარიონ აპლია ამბობს, რომ მსგავსი რამ ადრეც გაუკეთებიათ, როდესაც ქვეყნის შიგნით გაურკვევლობა და დაპირისპირება იყო.

„დღეს გვქონდა შესაძლებლობა ვერტმფრენით ზეცაში ავსულიყავით და სახარება წაგვეკითხა“- ამბობს ბესარიონ აპლია.

[related_news id=”244991″ align=”left”]

შეგახსენებთ, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში წაგებული ალხას კვიცინია სასამართლოში შედეგების უკანონოდ ცნობას ითხოვს. არარსებულ თანამდებობაზე ბრძოლა და სარჩელის განხილვა სასამართლოში რამდენიმე დღეა რაც მიმდინარეობს. რაულ ხაჯიმბას უპირატესობა ოპოზიციური პარტია “ამცახარას” ლიდერ ალხას კვიცინიაზე, არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 2%-ს შეადგენს.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც აღიარებული აქვთ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა – რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სირია.

ასევე, “სამხრეთ ოსეთის” და “დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების” მსგავსი სეპარატისტული რეგიონები.

 

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში – საქართველო გმობს, მეგობარი ქვეყნები არ აღიარებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მშვიდობის მიზნით: აფხაზეთში ვერტმფრენიდან 12 ლიტრი ნაკურთხი წყალი გადმოასხეს

128
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
128
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული