Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
1602

საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ცნობით, კანადაში Redline International Film Festival-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, სადაც გიორგი თავართქილაძის ფილმს „ცუდი ხალხი” 3 ნომინაცია ჰქონდა:

საუკეთესო მსახიობი – ვახო ჩაჩანიძე

საუკეთესო რეჟისორი – გიორგი თავართქილაძე

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი – ჯანო იზორია

ცნობილი გახდა, რომ შესაბამის ნომინაციებში მსახიობებმა ვახო ჩაჩანიძემ და ჯანო იზორიამ გაიმარჯვეს.

„ცუდი ხალხი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ჰონგ კონგის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმის რეჟისორია გიორგი თავართქილაძე, ხოლო პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა.

ფილმის სიუჟეტი შემდეგნაირად ვითარდება – გია 1991 წლის თბილისის სამოქალაქო ომის მონაწილეა. ის მცირეწლოვანი შვილისთვის სიცხის დამწევ მედიკამენტს ეძებს, რა დროსაც შემთხვევით გადაეყრება დიდი ხნის უნახავ თანაკლასელს. მალევე ირკვევა, დიდი ხნის მონატრებული მეგობარი ახლა მისი მტერია.

Redline International Film Festival კანადაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე სხვადასხვა ნომინაციაში კინემატოგრაფისტებს წარადგენს და შემდეგ საუკეთესოებს აჯილდოვებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მსახიობები ვახო ჩაჩანიძე და ჯანო იზორია კანადაში დააჯილდოვეს

1602
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
1602
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული